რომან კაკულია ბუნებრივი აირის ტარიფზე - ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს.

კაკულია გამოეხმაურა გაზის კომპანიების სემეკისადმი მიმართვას, რომელიც ტარიფების გაზრდას შეეხება.

”მოლოდინი მეც ისეთი მაქვს, რომ ლოგიკა არის მათ მოთხოვნაში. უკვე ძალიან ბევრი წელია ტარიფის ზრდა არ მომხდარა. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარება იზრდება, რასაც ტარიფის ფორმირებაში აქვს მნიშვნელობა, შენიშვნა იქნება და ალბათ უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ რამდენად ლოგიკურია საერთოდ გაზრდა, და შემდეგ ნეგატიური ეფექტები მაქსიმალურად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ”, - განაცხადა რომან კაკულიამ.