ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ახალი ოფისის პროექტი წარმოადგინა, რომელსაც ლონდონში განახორციელებს.
King's Cross Campus ეს იქნება კომპანიის პირველი საკუთრებაში მქონე და ასევე საკუთარი დიზაინით შემქნილი შენობა ამერიკის საზღვრებს გარეთ.
მასიური 11-სართულიანი შენობა 92 ათასი კვადრატული მეტრის ფართს მოიცავს და უფრო დიდია, ვიდრე კომპანიის სათავო ოფისი ამერიკაში. შენობაში სამუშაო ოთახებისა და დარბაზების გარდა, ასევე განთავსდება 25 მეტრიანი სამზოლიანი საცუარო აუზი, 32 მულტი-გამოყენების სათამაშო არეალი, ფიტნეს დარბაზი და გამწვანებული სახურავი სარბენი ბილიკით.
გამოცემა "მეტროს" ცნობით, "გუგლის" ახალი ოფისი ლონდონში 1 მილიარდი ფუნტი ეღირება.
კომპანიაში სავარუდოდ 7 ათასი ადამიანი დასაქმდება.
კოკა კვირკველია
იხილეთ ფოტოგალერეა