მილიარდერი ჯორჯ სოროსის განცხადებით, ევროკავშირი ეგზისტენციალურ კრიზისშია და მზარდი საფრთხეების წინაშე ახალ მიდგომებს საჭიროებს.
CNBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სოროსმა ბრიუსელის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ ამჟამინდელი „ეგზისტენციალური კრიზისი“ ანტიევროპული სენტიმენტების, ქსენოფობიისა და მტრული ძალების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით უნდა გადალახოს.
„პუტინის რუსეთი, ერდოღანის თურქეთი, სისის ეგვიპტე და ამერიკა, რომლის შექმნაც ტრამპს სურს რომ შეეძლოს,მაგრამ არ შეუძლია“, - განაცხადა ამერიკელმა ფინანსისტმა „მტრულ ძალებზე“ საუბრისას.
როგორც სოროსმა აღნიშნა, ახალი მიდგომები გულისხმობს წარსულის გააზრებას და ევროპელი მოქალაქეებისთვის იმის ახსნას, რა შეცდომები იქნება დაშვებული.
სოროსმა ასევე მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს ნუ კონცენტრირდებიან მხოლოდ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლაზე, არამედ ფოკუსირდნენ საკუთარ საქმეზე, რათა მოქალაქეების ნდობა აამაღლონ.