3 მიზეზი, რატომ მოსწონს მომხმარებელს ონლაინ რეკლამა

მომხმარებელთა 81% ამჯობინებს რეკლამა კომპიუტერის მონიტორზე ნახოს, ვიდრე სმარტფონზე.

კომპანია Choozle-ის კვლევის (Consumer User Experience Survey) თანახმად, გამოკითხულთა პასუხებს შორის ასევე აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო დიდი სიმპათიის გამოირჩევიან ონლაინ რეკლამების მიმართ, ვიდრე კაცები.

კვლევის მიხედვით, 3-დან ორი ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი ონლაინ რეკლამის მიხედვით. თუმცა, განსხვავებაა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. 18-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში რეკლამის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხული რეპონდენტების 72%, ხოლო უარყიფითად 28%. ახალგაზრდებისგან განსხვავებით, 60 წელს ზემოთ მომხმარებელთა მხოლოდ 66%-ია პოზიტიურად განწყობილი ონლაინ რეკლამის მიმართ.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით გამოვლინდა ის სამი მიზეზი, თუ რატომ მოსწონთ მომხმარებლებს ინტერნეტ რეკლამა.

კვლევაში მონაწილეთა თქმით, ონლაინ რეკლამა ეხმარება მათ აღმოაჩინონ ახალი პროდუქტი. გარდა ამისა, მომხმარებელს მოსწონს იმ პორდუქტის ონლაინ რეკლამა, რომლითაც დაინტერესებულია, ონლაინ რეკლამის წყალობით ზოგიერთი აპლიკაცია და კონტენტი უფასოა.