ფრანგულმა ბრენდმა Lacoste ახალ სარეკლამო რგოლში Timeless კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის პროდუქტს "პოლო" მაისურებს დრო ვერაფერს აკლებს.
სიუჟეტი ვითარდება ქალსა და კაცს შორის, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით სადგურზე შეხვდებიან. ქალი მატარებელში ადის, კაცი კი რჩება. თუმცა, ცოტა ხანში მთავარი გმირი ქალს გაეკიდება. მატარებელში სირბილისას ის დროში მოგზაურობს. როგორც, რეკლამის შემქმნელები აცხადებენ, რგოლი ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად ეპოქისა, Lacoste-ს Polo მაისურები არ კარგავენ ელეგანტურობას.
რეკლამაში ცნობილი სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი მონაწილეობს, რომელიც Lacoste-ს სახეა.