ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 605,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება.ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქსტატის ცნობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,2% ქალი, ხოლო 59,8% - კაცია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე, 22,1% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე მოდის.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერი- ოდთან შედარებით - 5,5%-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1765,5 მილიონი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში შემდეგი საქმიანობები-დარგები ლიდერობენ. - ვაჭრობა (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) 25,5%-ით; დამამუშავებელი მრეწველობა - 13,7%; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურება - 10,3%.
თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობაზე (10,4%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (8,2%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,4%).
საქსტატის ცნობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 64.9%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 9.1%, იმერეთი – 6.8%, ქვემო ქართლი – 5.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%.