„საქართველოს ბანკი“ Global Finance-მა ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

„საქართველოს ბანკი“ Global Finance-მა საქართველოში ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

როგორც „საქართველოს ბანკიდან“ იუწყებიან, ყოველწლიურად Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით და წელსაც Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ბანკები გამოავლინა.

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 1987 წელს დაფუძნდა და 192 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.