საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, თბილისის მერად კახა კალაძის წარდგენასთან დაკავშირებით გუნდში პოზიტიური განწყობაა.
ვოლსკის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზეც ისაუბრეს, თუმცა „ეს იყო მხოლოდ ერთმანეთისთვის მოსაზრებების გაზიარების პროცესი, ოფიციალური გადაწყვეტილება კი მიღებული არ არის“.
”ამ საკითხზე საკუთარი აზრი გამოთქვა პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ვიმსჯელეთ და გუნდში ძალიან პოზიტიური განწყობაა. ოფიციალურ ნაწილს პარტიის პოლიტსაბჭო მოაგვარებს”, - განაცხადა ვოლსკიმ.