კაიროსა და დოჰას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ეგვიპტის ბანკებმა ყატართან თანამშრომლობა შეწყვიტეს.
დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობის შეწყვეტის ფონზე, ყატარის საფონდო ბაზრის ინდექსი 8%-ით დაეცა, ხოლო ყატარის სახელმწიფო ბანკის აქციები - 10%-ით.
გარდა ამისა, ეგვიპტელმა ბიზნესმენმა ნაგიბ სავირისმა, რომლის ქონებაც 3.2 მილიარდ აშშ დოლარია, თანამემამულე მეწარმეებს ყატართან ყველანაირი საქმიანი ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდა.
დღეს ექვსმა არაბულმა ქვეყანამ - არაბთა გაერთიანებულმა საამიეროებმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, იემენმა და ლიბიამ, ასევე მალდივის რესპუბლიკამ ტერორიზმისთვის მხარდაჭერის ბრალდებით ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს.