რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთაველის #39 და თბილისის #35 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც რუსთავის მერიიდან იუწყებიან, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, მონტაჟდება სკამები და განათების სისტემა. სამუშაოები 56 ეზოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ასფალტის საფარის აღდგენა გრძელდება თოდრიას ქუჩაზე, შარტავას გამზირისა და მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთისა და რუსთაველის ქუჩაზე ორმული დამუშავება ხდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მე-8 მიკრორაიონის #18 და 21-ე მიკრორაიონის #15 საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების შესასვლელებში შშმ პირებისთვის პანდუსები ეწყობა. საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროეტის ფარგლებში კი ჭყონდიდელის დასახლებაში, #41 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ცურტაველის ქუჩაზე კი, #10 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. სადემონტაჟო სამუშაოების დასრულებისთანავე, ტერიტორიაზე ახალი, ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.