პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ, საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, ვიზიტის ფარგლებში, სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ქვეყანაში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
”მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა”, - აცხადებენ სამინიტროში.
მათივე ინფორმაციით, სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება.
შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.