საუდის არაბეთმა ყატარის ავიაკომპანია Qatar Airways-ს ლიცენზია გაუუქმა

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ყატარის ავიაკომპანია Qatar Airways-ს ლიცენზია გაუუქმა.

აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Al Arabia იუწყება.

გარდა ამისა, საუდის არაბეთში ავიაკომპანია Qatar Airways-ის ყველა ოფისი დაიხურება.

საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ეგვიპტემ ყატარის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე სრულად დახურეს და ასევე, გააუქმეს თავიანთი ქვეყნებიდან ყატარის მიმართულებით ფრენები.

გუშინ ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს. მათ ყატარი ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში და ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.