გასულ წელს კომუნიკაციების სექტორში მოქმედი პირების შემოსავალმა 1,260 მილიონი ლარი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია.
აღნიშნულის შესახებ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიში პარლამენტს 2 ივნისს წარედგინა.
ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ელექტრონული კომუნიკაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,094 მილიონი ლარი, მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 108 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მიერ მიღებული არასაკომუნიკაციო შემოსავლის ოდენობა 57 მილიონი იყო (სატელეკომუნიკაციო ტექნიკის იჯარა, რეალიზება და ა.შ).
ასევე ანგარიშის თანახმად, 2016 წელს ელექტრონული კომუნიკაციების დარგში 327 მოქმედი 12 პირი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ელექტრონული კომუნიკაციების დარგში 4-მა პირმა „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“, „სილქნეტმა და „მობიტელმა“ 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს და მათ მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მთელი შემოსავლის 73.3%-ს შეადგენდა.
კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს მაუწყებლობის დარგში 99 მოქმედი პირი დაფიქსირდა. მაუწყებლობიდან ყველაზე მეტი, 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი „რუსთავი 2-სა“ და „იმედს“ ჰქონდა. მათ მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მთელი შემოსავლის 62.8%-ს შეადგენდა.