1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4086 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4086 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7092 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7235 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.