პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აცნობს.
დღევანდელ განხილვაზე ძირითადად ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ფინანსურ-ეკონომიკური საკითხები.
საკომიტეტო სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირება კვლავ არ ხდება არც მეორე არხზე და არც პარლამენტის ვებ-გვერდის მეშვეობით.
უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის სხდომა ტელეოპერატორებსაც დაატოვებინეს.