წელიწადში რამდენიმეჯერ ყველა მოქალაქეს აქვს შეხება ლარის მკვეთრ ცვლილებასთან.
ბევრმა ისწავლა კიდეც ამით სარგებელის მიღება. ამიტომ, საგანმანათებლო-ანალიტიკური ცენტრ Globex Analytics-ის ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ, კურსის ცვლილებებზე გამომუშავების რა გზა არსებობს.
ვალუტაზე გამომუშავების მთავარი პრინციპი არის სპეკულაცია. ამოცანა საკმაოდ მარტივია: უნდა გაყიდო უფრო ძვირად ის, რაც შეიძლება იყიდო უფრო იაფად. ამ დროს «საქონლის» როლში იქნება ვალუტა. ყველაზე მარტივი გზა მიიღოთ სარგებელი- იმუშაოთ ბანკებთან და ვალუტის გაცვლის პუნქტებთან. ამ შემთხვევაში თქვენ ყოველთვის მიიღებთ ნაღდ ფულს ხელზე და არ გექნებათ შეხება ვირტუალურ ანგარიშებთან. მაგრამ მინუსი არის ის, რომ ვალუტის ყიდვა ბანკებში და გაცვლით პუნქტებში ხორციელდება დამატებითი დარიცხვებით. შესაბამისად, არ გამოვა ბევრი ფულის გამომუშავება. მსხვილ სავალუტო სპეკულანტებს არასდროს არ აქვთ შეხება ბანკებთან და გაცვლით პუნქტებთან.
ვალუტის კურსის სხვაობაზე სარგებლის მიღების სხვა გზა ფორექსის ბაზარია. აქ თქვენ, როგორც ტრეიდერი, გააკეთებთ თქვენი პირადი სახსრების ინვისტირებას ბროკერის მეშვეობით. უნდა შეისწავლოთ ფორექსზე ვაჭრობა. მაგრამ, თუ თქვენ გაინტერესებთ ეს ბაზარი, და მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი, ყველაფერი გამოვა.
საბანკო დეპოზიტი
თუ თქვენ არ ხართ მზად რაიმე ძალისხმევისთვის, მაშინ სასურველია გააკეთოთ დეპოზიტი ერთ-ერთ ბანკში და მიიღოთ სარგებელი დარიცხული პროცენტების სახით. ამ გზის ძირითადი უპირატესობა არის მისი უსაფრთხოება. ამის გარდა, ბანკები სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს ჩადონ თავისი სახსრები მულტისავალუტო ანგარიშზე. ეს დეპოზიტი აძლევს კლიენტს საშუალებას მიიღოს პროცენტი გარიგების თანხიდან და, ასევე, მოგება ვალუტის კურსის ცვლილებიდან.როგორც წესი, მულტისავალუტო ანგარიში იყოფა სამად და უფრო მეტ ანგარიშად. ყოველ ასეთ ქვეანგარიშზე დევს დოლარი, ლარი, ევროი და ა.შ. ყველაზე დიდ შემოსავალს კლიენტი იღებს იმ პერიოდებში, როცა ხდება კურსის ცვლილებების ნახტომები. ეს დეპოზიტი მიმზიდველია იმით, რომ გარიგების ვადის ამოწურვის შემდგომ, კლიენტს შეუძლია თანხის მოხსნა ნებისმიერ, მისთვის მომგებიან ვალუტაში.
დეპოზიტის ძირითადი მინუსებია- დაბალი პროცენტი შენატანზე და ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ვალუტას აქვს ტენდენცია გაუფასურებისკენ. ეს დაკავშირებულია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში ინფლაციის პროცესის მუდმივ მიმდინარეობასთან.
საბოლოოდ, შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როცა არ მოხდება თქვენს მიერ შეძენილი ვალუტის კურსის ნახტომი, ხოლო მისი შენახვის პერიოდში ის დაკარგავს თავის წინა შესაძლებლობას.
ევროობლიგაციების შეძენა
ევრობონდები ეს არის ფასიანი ქაღალდი უცხოურ ვალუტაში, საერთაშორისო ვალდებულებები. აქვთ კუპონები, რომლებიც გვაძლევენ უფლებას პროცენტების მიღებაზე გარკვეულ ვადებში. მათი გამოშვება ხდება 1-40 წლის პერიოდზე. ევროობლიგაციების შეძენა არის სახსრების ჩადების მომგებიანი და სანდო გზა, გამომუშავების შესანიშნავი საშუალება. საქართველოში მათი შეძენა შესაძლებელია მსხვილი ბანკების განყოფილებებში. ფასიან ქაღალდების კლასიფიკაცია ხდება 2 ნიშნით: გადახდის გზით და დაფარვის გზით. ევროობლიგაციებს, როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტს, აქვთ მინუსები და უპირატესობები, რომლებიც რა თქმა უნდა უნდა, გაითვალისწინოთ ინვესტირების ამ ვარიანტის არჩევის დროს.ძირითადი თავისებურებები: ობლიგაციების ყიდვის მინიმალური თანხა არის 100 000 ევრო, ჩადების ვადას, შემოსავლიანობას ჩვენ გარანტირებულად მივიღებთ მხოლოდ ობლიგაციის დაფარვამდე გაჩერების შემთხვევაში. ამ პერიოდში მისი ღირებულება შესაძლოა სერიოზულად შეიცვალოს და თუ ჩვენ სასწრაფოდ მოგვიწევს ქაღალდიდან გამოსვლა, შესაძლოა გვქონდეს ზარალი (ან დამატებითი მოგება, თუ ცვლილება იქნება ჩვენს სასარგებლოდ). როგორ წესი, გრძელ ობლიგაციებზე უფრო ხშირად ხდება რყევები,ვიდრე მოკლეებზე.
ვალუტაზე გამომუშავება, როგორც ბიზნესის სახეობა
თანამედროვე საფინანსო ორგანიზაციები იზიდავენ ჩვეულებრივ ინვესტორს ჩატარებული გარიგებების სიმარტივით და ხელმისაწვდომობით. ამისთვის უნდა გახდეთ სავალუტო ტრეიდერი. ეს პროფესია გულისხმობს ფორექსის ბაზარზე მუშაობას და ხელმისაწვდომია ყველასთვის. მთავარი, რაც უნდა გქონდეთ – კომპიუტერი, ლიცენზირებული პროგრამული აღჭურვილობა და ინტერნეტი. დაგჭირდებათ ასევე სასტართო კაპიტალი. სავალუტო ტრეიდერის პროფესიის სწავლება საქართველოში ხდება საგანმანათებლო-ანალიტიკურ ცენტრ Globex Analytics-ში, თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე GMT Plaza-ში.რაში მდგომარეობს სავალუტო ტრეიდერის მუშაობა? ვალუტებით ვაჭრობაში. მოგებას ტრეიდერი იღებს კურსის რყევების დროს. ფორექსი აძლევს საშუალებას გამოიმუშაოთ როგორც ვალუტის ყიდვაზე, ასევე გაყიდვაზე. სავალუტო ტრეიდერმა უნდა იყიდოს ვალუტა მაქსიმალურად დაბალ ფასად, შემდგომ, როცა მისი კურსი გაიზრდება, გაყიდოს რაც შეიძლება ძვირად. ან ბაზრის ვარდნის დროს, ჯერ უნდა გაყიდოს ვალუტა მაქსიმალურად მაღალ ფასად, შემდგომ იყიდოს ყველაზე დაბალ ფასად. მაგრამ, სანამ დაიწყებთ მუშაობას, უნდა შეისწავლოთ კურსების ცვლილებების პროგნოზირების გზები, ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის საფუძვლები და ვაჭრობის ფსიქოლოგია.
ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ სასწავლო სახელმძღვანელო «როგორ გამოიმუშაოთ მილიონი», რომელიც პირველად დაიბეჭდა ქართულ ენაზე 2016 წელს. საბირჟო ვაჭრობების წარმათება დამოკიდებულია მსმენელის მონდომებაზე.
ვალუტის ინვისტირების ზოგადი წესები
თუ გაქვთ ამოცანა გადაიტანოთ ლარების მსხვილი თანხა ვალუტაში, გამოიყენეთ სტრატეგია „ფასის გაშუალედება“. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფულის გაცვლა ხდება თანდათან, თანაბარი ნაწილებით ( მაგალითად , ერთ-ორ კვირაში ერთჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში). რას გაძლევთ ასეთი სტრატეგია? თუ ლარის კურსი ამ პერიოდში გამყარდება, მაშინ დოლარი ( ევრო) შეიძლება იყიდოთ უფრო და უფრო იაფად. თუ ლარი გაუფასურდება, ყიდვის საშუალო ფასი ყველა ვარიანტში რჩება მაქსიმალურის (ყველაზე ცუდის) ქვემოთ.იყიდეთ ვალუტა სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტ ბანკების სისტემის საშუალებით. ვალუტის კურსი ინტერნეტ-ბანკში უფრო მომგებიანია, ვიდრე ოფისში გაცვლის დროს. მაგრამ ამისთვის წინასწარ საჭიროა ბანკში გახსნათ მიმდინარე ანგარიშები ლარში და ვალუტაში, ან გქონდეთ საბანკო ბარათები.
დამწყები ინვესტორისთვის ბირჟაზე კურსის ძლიერი რყევების დროს, ყველაზე სწორი იქნება, იდგეს გვერდზე და არ აჰყვეს საერთო აჟიოტაჟს. თუ რყევების დროს ემოციურად იმოქმედებთ, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ფინანსურ მდგომარეობას.
დაგეგმეთ თქვენი სავაჭრო ოპერაციები და განახორციელეთ ისინი თქვენი გეგმის მიხედვით.