რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია რუბლიოვკაზე მდებარე სახლი, რომელსაც დიმიტრი მედვედევის "საიდუმლო აგარაკს" ეძახიან.
ნავალნის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული სახლი ბიზნესმენმა ალიშერ უსმანოვმა სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების ფონდს აჩუქა, რომელსაც ილია ელისეევი ხელმძღვანელობს, დიმიტრი მედვედევის თანაკურსელი.
ახალ ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები აგარაკი, სადაც მდებარეობს სახლი, აუზი, აბანოს კომპლექსი, ავტოფარეხი, საკუთარი ტბა და პირსი.
გარდა ამისა, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ადასტურებს უსმანოვის მიერ "სოციალური სახელმწიფო პროექტისთვის" აგარაკის ჩუქების ფაქტს.
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე