Google-ის ახალი პროგრამა ბავშვებს ინტერნეტ საფრთხეებისგან დაიცავს

ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა გადაწყვიტა ინტერნეტ საფრთხეებისგან თავის დასაცავად ბავშვებს ცოდნა გაუღრმავოს.

პროგრამა, რომელსაც Be Internet Awesome ჰქვია, ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც ცოდნის მიღებას გართობის გზით ახერხებს. ინფორმატიულ ვიდეო თამაშს კი Interland ქვია.

პროგრამა Internet Awesome ონლაინ უსაფრთხოების ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა, რომლებმაც მშობლები და პედაგოგები უნდა დაარწმუნონ, თუ რამდენად სავალდებულოა ბავშვებმა ისწავლონ საკუთარი თავის დაცვა ინტერნეტ საფრთხეებისგან.

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი დღეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის გათვლილია ყველა ასაკოვან ჯგუფზე და ფოკუსირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა: „გააზიარე ფრთხილად“, „ნუ ენდობი ცრუ ინფორმაციას“, „შეინახე შენი საიდუმლოებები“, „კარგია იყო კეთილი“, „როცა ეჭვი გეპარება, ისაუბრე მასზე“.

პროგრამის მიხედვით,  საკლასო გაკვეთილი მოიცავს გაკვეთილის გეგმას, აქტივობებს, მსჯელობას ისეთ თემაზე, როგორიცაა ციფრული მოქალაქეობა და ტესტებსაც მიღებული ცოდნის გამოსაკითხად.

Interland კი არის თამაში, სადაც ბავშვები ფიქტიურ სამყაროში ებრძვიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინტერნეტ საფრთხეებს.

კოკა კვირკველია