კრიპტოვალუტა ეთერიუმის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს

ეთერიუმი,  რომელიც ბიტკოინის ალტერნატიული ციფრული ვალუტაა, 2 800%-ით გაიზარდა.

ეთერიუმის ფასმა რეკორდულად მაღალ -  250.41 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია, რაც 2 800 პროცენტით უფრო მეტია წინა წლის მონაცემზე, რომელიც 8.52 აშშ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ორშაბათს ვალუტის მაჩვენებელმა შედარებით იკლო და 246.62 აშშ დოლარამდე დავიდა.

ეთერიუმი შეიქმნა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა ე.წ. „ჭკვიანი კონტრაქტებისთვის“. „ჭკვიანი კონტრაქტები“ კომპიუტერული პროგრამაა, რომელსაც ავტომატურად შეუძლია ძალაში შეიყვანოს კონტრაქტები, როცა მონაწილეთა ინტერესები თანხვედრაშია. ეთერიუმის ფასის ზრდა ნაწილობრივ დამოკიდებულია ასეთი კონტრაქტების მიმართ მსხვილი კომპანიების ინტერესების ზრდაზეც.

გარდა ამისა, ფასზე ზეგავლენა შესაძლებელია იქონია ეთერიუმის დამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ, რომლის დროსაც ორმა მხარემ განიხილა რუსეთში ციფრული ვალუტის დამკვიდრების პერსპექტივები. ექსპერტების აზრით, გარკვეულმა რეგულაციებმა და სახელმწიფო ჩარევებმა შეიძლება ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასი კიდევ უფრო გაზარდოს.