ქართული ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 2 ივნისის ბრძანებაშია ნათქვამი.
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს „ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასა და კულტურას“ მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი,“- ვკითხულობთ ბრძანებაში.