საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელეები მათი კომპეტენციის გათვალისწინებით, მობილობის წესით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადავლენ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლის თანახმად, თუ მობილობით მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში გადაყვანა ვერ მოხერხდა, მოხელე 2 წლის ვადით მოხელეთა რეზერვში ჩაირიცხება და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციას მიიღებს.
რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს 2 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსებში და კვლავ დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე საკონკურსო პირობების დაცვით.