საკვირაო სადილი - სად გაატაროთ კვირა საღამო ოჯახთან ერთად

საკვირაო სადილი - ტრადიცია, რომლის დაცვასაც ყველა ოჯახი ცდილობს.

ამ დროს ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება, ხშირად ეპატიჟებიან მეგობრებსაც და დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ სასიამოვნო განტვირთვას იწყობენ. თანამედროვე ცხოვრების bpnგადატვირთული რიტმიდან გამომდინარე, ოჯახში კერძების მომზადება მეტ-ნაკლებად პრობლემური გახდა. სტაბილურად მზარდია დასაქმებული ქალების რაოდენობა, შესაბამისად, კვირა დღეს მათ სამზარეულოში ტრიალის ნაცვლად დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ უფრო და უფრო მეტი ოჯახი ატარებს დღეს საკვირაო ბრანჩზე. ამ კუთხით განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ბარ-რესტორანი ”სონეტი”, რომელიც სასტუმრო ”ბილტმორ თბილისში” მდებარეობს.

ყოველ კვირა დღეს „სონეტი“ სტუმრებს საკვირაო ბრანჩს სთავაზობს. ბრანჩზე სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ "ბილტმორ თბილისის" შეფმზარეულის, ჰუსამ ჰამუდის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები, მათ შორის: გრილზე შემწვარი ავსტრალიური სტეიკი,

bpn სპეციალური რეცეპტით მომზადებული ქათმის შემწვარი გულ-მკერდი, რიზოტო მწყრის კვერცხით და პრასით და ა.შ.

რაც შეეხება თავად ბარ-რესტორანს, ”სონეტი” წარმოგიდგენთ მრავალფეროვანი კერძების არჩევანს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. რესტორანში სადილი სწორედ კლასიკური სონეტის რიტმებს ჰგავს. აქაც ასევე ჰარმონიულად ენაცვლება ერთმანეთს მსუბუქი სტარტერი, მთავარი კერძი და უგემრიელესი დესერტი.

გემრიელი კერძით უფრო მეტად ისიამოვნებთ, თუ ის მეგობრული, გულღია მზარეულის მიერაა მომზადებული და მიმტანიც განსაკუთრებული განწყობით მოგართმევთ მას.

bpnსაკვირაო ბრანჩი ”სონეტის” განსაკუთრებულ შეთავაზებებს შორისაა. მდიდრული გარემო, კერძების მრავალფეროვანი არჩევანი, სპეციალური მენიუ და გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ცოცხალი მუსიკა - ადგილი, სადაც ბავშვებიც და უფროსებიც თანაბრად კომფორტულად იგრძნობენ თავს. ბავშვებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონაში მოეწყო მხიარული თამაშები. პატარა სტუმრებს სახის მოხატვის შესაძლებლობაც ექნებათ.

საკვირაო ბრანჩზე 12 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უფასოდ, ხოლო 12 წელს გადაცილებულ ბავშვებზე 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. ბრანჩის სტანდარტული ფასი 55 ლარია. 70 ლარიანი მენიუს შეძენის შემთხვევაში კი ულიმიტო ღვინოსა და ლუდს მიიღებთ.

ბარ-რესტორანი „სონეტი“ მხოლოდ საკვირაო ბრანჩისთვის არაა იდეალური ადგილი. ის ღიაა ყოველ დღე, დილის 8 საათიდან, საღამოს 11 საათამდე.

(R)