ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას, სავარაუდოდ, ლევან გამყრელიძე დაიკავებს.
გამყრელიძეს აღნიშნულ პოსტზე დღეს წარადგენენ.
ლევან გამყრელიძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის გუშინ მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.