მიუხედავად იმისა, რომ OPEC-ის წევრმა და არაწევრმა ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვის შეთანხმება გააგრძელეს, მიწოდება მოთხოვნას მაინც საგრძნობლად სჭარბობს.
გარდა ამისა, ბოლო დღეებში ნავთობის ბაზარზე მთავარი ფაქტორებია შეერთებულ შტატებში მარაგის მოულოდნელი ზრდა და ნიგერიული ნედლი ნავთობის მიწოდების ზრდა. ამ ორმა ფაქტორმა, ბაზარზე ნავთობის სიჭარბე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, რაზეც ფასმა მყისიერი რეაგირება მოახდინა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნავთობის მოპოვებას აფრიკის კიდევ ერთი ქვეყანა - ლიბია ზრდის. ეს ცნობა მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ნიგერია და ლიბია არ მონაწილეობენ OPEC-ის და მისი პარტნიორი 11 ქვეყნის შეთანხმებაში (ნავთობის მიწოდების შეზღუდვაზე).
ამ ყველაფერმა, ოთხშაბათს "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასის 4 პროცენტით ვარდნა გამოიწვია, თუმცა დღეს ფასი ბარელზე 43 ცენტით, 48.49 დოლარამდე გაიზარდა. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 46.10 დოლარის ნიშნულთან ავიდა.