ზოგიერთი დასახელების სიგარეტზე ფასებმა კვლავ მოიმატა.
დღეის მონაცემებით, 10-დან 20 თეთრამდე გაძვირდა „ვინსტონის“, „პალმალის“, „მარლბოროს“, „პარლამენტის“, „გალუაზისა“ და სხვა რამდენიმე დასახელების სიგარეტი.
ფასები უცვლელი რჩება „კენტზე“, „მაგნაზე“ და LM-ზე.
ჯიხურებში ვერ აკონკრეტებენ მიზეზს, თუ რატომ მოიმატა სიგარეტის ფასმა და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ პროდუქცია მათ უკვე გაძვირებული ფასით მიიღეს.
სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ თამბაქოს ფასი რამდენჯერმე შეიცვალა. იმ დროს ფასის მატების მიზეზად ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი და „საგადასახადო კოდექსში“ აქციზის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები სახელდებოდა.