2017 წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების ბაზარი 6.1%-ით გაიზარდა.
"თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის - უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) კვლევის თანახმად, ბაზარზე 2017 წლის პირველ 3 თვეში 21 611 ტრანზაქცია დაფიქსირდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე პოპულარული უბნები თბილისში ვაკე, საბურთალო და სამგორი იყო.
კერძოდ, ყველაზე მეტი ტრანზაქცია ვაკეში დაფიქსირდა - 1 759 ერთეული, რაც დედაქალაქის გაყიდვების 19%-ია; გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგილებზე არიან საბურთალო - 1 585 ერთეულით და სამგორი 819 ერთეულით.