ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გააფართოვა და შავ სიაში 14 პირი და ოთხი ორგანიზაცია დაამატა. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.
„ევროკავშირის საბჭომ 14 პირი და ოთხი ორგანიზაცია იმ პირთა სიაში დაამატა, რომელთა წინააღმდეგ აქტივების გაყინვისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მოქმედებს. აღნიშნული განხორციელდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2356 რეზოლუციის შესაბამისად“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეასთვის ევროკავშირის სასანქციო სიაში 53 ფიზიკური და 46 იურიდიული პირი შედის.
2 ივნისს გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთსულოვნად მიიღო ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების გაფართოების რეზოლუციის პროექტი.