საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა
და დიაგრამებს „საფინანსო სექტორის მიმოხილვისა“ და „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ სახით.
როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, გამოცემების მიზანია, ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
მათი ცნობით, ივნისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში.