კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა საინფორმაციო რადიოს ანიჭებს უპირატესობას

თბილისში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საინფორმაციო რადიოებს ანიჭებს უპირატესობას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციური ციფრული კვლევის - 24/7 -ის

bpn

მეთოდით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თბილისში მოსახლეობა მუსიკალურთან ერთად, საინფორმაციო რადიოს მოსმენას ამჯობინებს.

კვლევის თანახმად, რადიო „პალიტრა“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს საინფორმაციო რადიოებს შორის. გამოკითხულთა 6,6%-ის თქმით, ისინი სწორედ რადიო „პალიტრას“ უსმენენ და ამ რადიოსადგურის მეშვეობით იგებენ დღის მნიშვნელოვან და მიმდინარე სიახლეებს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80%-ზე მეტი რადიოს ტრანსპორტში უსმენს. 80%-ის თქმით, რადიოს დილისა და საღამოს საათებში უსმენს, 20% კი რადიოს მოსმენას უპირატესობას შუადღით ანიჭებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიერ ჩატარებული  „რადიოსადგურების კვლევა“ სოციალური მედიისა და „ვაიბერის“ მეშვეობით განხორციელდა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1 500-მა რესპონდენტმა. თბილისში ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში 17 წლიდან და ზემოთ ასაკის რესპონდენტები გამოიკითხნენ.

რადიოს პოპულარობა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 47 ათასი რადიო სადგურია. გლობალური მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის სულ მცირე 75%-ს აქვს წვდომა რადიოსთან.

Pew Research Center-ის 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 93% AM/FM რადიოს უსმენს, 85% - ტელევიზიის მაყურებელია, 74% - სმარტფონების მომხმარებელია.

იხილეთ ასევე: მსოფლიოში რადიოს პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება