ჰაკერების თავდასხმის ობიექტი ამჯერად, ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ გახდა. ამის შესახებ მედიაჯგუფი სოციალური ქსელის საშუალებით იუწყება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
“ალ ჯაზირას ყველა სისტემა, ვებ-გვერდები და სოციალური მედიაპლატფორმა კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა,“ - ნათქვამია „ალ ჯაზირას“ განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა.