2017 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაიზარდა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ინვესტიციების მოცულობამ 403.3 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 %-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი - 80.3 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 79.6 მილიონი დოლარით.
ჯამში სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის I კვარტალში 74.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, 2017 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა 24.1%-ით აზერბაიჯანი იყო, მეორე ადგილზე თურქეთი - 20.2%-ით, მესამე ადგილზე კი გაერთიანებული სამეფო - 19.8%-ით იყო.