კომპანია „აქსისი“ მომხმარებლებს ბინებს სრული რემონტით სთავაზობს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აქსისი” გთავაზობთ ბინებს სრული რემონტით - განიჭებთ თავისუფლებას ევროპული მასალების შერჩევისას, რაც თქვენს ბინას გამორჩეულს ხდის. ჩვენი სახლის სიმყუდროვე და კომფორტი ჩვენსავე ხელშია. ახალი ბინის შეძენასთან ერთად ჩნდება მთავარი საზრუნავი - ვაქციოთ ბინა ჩვენს სახლად. თუ ოდესმე რამეზე გიოცნებიათ, რაიმე ორიგინალური და განსხვავებული გდომებიათ, ახლა გაქვთ შესაძლებლობა რეალობად აქციოთ, მაგრამ სანამ სახლის გაფორმებას შეუდგებით, შეძენილი ბინა უნდა გაარემონტოთ, ანუ მიიყვანოთ იმ დონემდე, როდესაც კრეატიული პროცესი დაიწყება - გაფორმება, გალამაზება, შინაარსით დატვირთვა.
ახალაშენებულ კორპუსში ბინის შეძენის შემდეგ ინტერიერის სამუშაოების სირთულეებთან შეჯახება მოგიწევთ, რაც უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს. მასალების შერჩევა, შემდეგ ამ მასალების მოტანა, შესაბამისი ხელოსნების მოძიება და მათი მუდმივი ზედამხედველობა დაგჭირდებათ. თქვენ თვალწინ ჯერ სწორი და გალესილი კედლები წამოიმართება, შემდეგ შეთეთრებული ჭერი, ნელ-ნელა იატაკიც დაიგება, კედლის გასწვრივ სხვადასხვა დონეზე სპეციალური ფუღუროები განთავსდება, რომელშიც ელექტროჩამრთველები დამონტაჟდება; შემდეგ კედლები, იატაკი და ჭერი ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყმევა და ეს უკვე არ იქნება ცალკეული მონაკვეთი, არამედ ერთიანი ორგანიზმის სახეს მიიღებს. ამ დროს თავს იჩენს ყველაზე დიდი სირთულე, როგორ გახადოთ კუთვნილი სივრცე თქვენთვის კომფორტული, როგორ გაანაწილოთ სივრცე სწორად, ბინის რა ნაწილში იქნება კარგი ბუნებრივი განათება და რომელ ნაწილში უნდა გააძლიეროთ ხელოვნური. აი, ამ დროს კი ისევ დაგჭირდებათ პროფესიონალების დახმარება, ისევ დრო და ენერგია.
გაქვთ სხვა არჩევანიც, შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა დასრულებული რემონტით, თავიდანვე შეათანხმოთ საჭირო მასალები, გაიზიაროთ პროფესიონალების აზრი, გაწეროთ სამუშაოები ვადებში და სურვილისამებრ ჩაერთოთ ნებისმიერ ეტაპზე, დასრულების შემდეგ კი, მიიღოთ გასაღები და შეხვიდეთ თქვენი ოცნების ბინაში საცხოვრებლად. ასეთი - სრულად გარემონტებული ბინის გასაღები გადაეცემა ყველას, ვინც შეიძენს ბინას „ჭავჭავაძის 49“, "წინამძღვრიშვილის N125"-სა და „აქსისი იპოდრომთან“ პროექტებში ან ექნება სურვილი დამატებით ისარგებლოს აქსისის ინტერიერის სამუშაოების სერვისით.
ბინის ინტერიერით შესაძლებელია ერთგვარი პორტრეტის შექმნა ბინის მეპატრონეზე, რა ასაკისაა, რა არის მისი ჰობი, როგორი გემოვნება აქვს. ინტერიერი მაშინ არის სრულყოფილი, როდესაც ის შესრულებულია თქვენი ცხოვრების სტილის, ჩვევების, ინდივიდუალური მოთხოვნებისა და სურვილის გათვალისწინებით. ხოლო იმისთვის, რომ შექმნათ სასურველი ინტერიერი, საჭიროა ჩარჩო, რომელზეც დეტალები დაშენდება. ინტერიერის სამუშაოები სივრცის თითოეული მეტრის ეფექტურად განაწილების, საჭირო ტექნოლოგიების და ხარისხიანი მასალების გამოყენების ხელოვნებაა.
აქსისის სავაჭრო ცენტრში მდებარე ინტერიერის დიზაინის შოურუმში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უამრავი სახეობის, გემოვნებით შერჩეული მასალა და ინტერიერის სამუშაოებისთვის აუცილებელი აქსესუარები, შეარჩიოთ სასურველი და მიიღოთ უფასო კონსულტაცია პროფესიონალებისგან.
კომფორტულად მოწყობილ დარბაზში, რბილ სავარძელში მოკალათებულს, ყავით გაგიმასპინძლდებიან და თქვენ მომავალ სახლს თქვენთან ერთად დაგეგმავენ. აქვე ხდება ტიხრების შეთანხმებაც. თავად განკარგავთ როგორ მოახდენთ ბინის ზონირებას, ხოლო სპეციალისტები დაგეგმარების პროცესში აუცილებელ დეტალებზე გაგიმახვილებთ ყურადღებას, რათა ოცნების სახლი, ამავე დროს სწორად აგებული და განაწილებული იყოს.
შოურუმის დიზაინერი დაგეხმარებათ, შექმნათ თქვენთვის სასურველი ინტერიერის დიზაინი, თქვენი ბინის საერთო იერსახის, ადგილმდებარეობის, ბუნებრივი განათების გათვალისწინებით, ხოლო სამუშაოების მწარმოებელი ბრიგადა სამუშაოებს დათქმულ ვადაში ხარისხიანად და გულდასმით შეასრულებს.
ცხოვრების ტემპისა და დროის დეფიციტის გათვალისწინებით, ინტერიერის სამუშაოების პროცესი შესაძლოა ონლაინაც წარიმართოს, თქვენ მიიღებთ დიზაინერის მიერ შემოთავაზებულ რამდენიმე ვარიანტს, თუ რომელიმე იქნება მისაღები, დაადასტურებთ; შესაძლოა, თავად შეიტანოთ იდეები და მოსაზრებები უკვე არსებულში და ამის მიხედვით შექმნილი ახალი პროექტი მომზადდება. რემონტის პროცესი კი, თქვენი მონაწილეობის გარეშე, თქვენ მიერ შერჩეული პროექტით, მასალებითა და ხარისხის გარანტიით შესრულდება.
ბინის თეთრ კარკასულ მდგომარეობამდე მიყვანის და შემდგომი რემონტის ყველა ეტაპი თანმიმდევრულად განხორციელდება: კარ-ფანჯრების ჩარჩოს დაყენება, ბინის გალესვამდე შესასრულებელი სამუშაოები, კომუნიკაციები და ელექტრო გაყვანილობა, წყლისა და გათბობის სისტემები, კედლის მომზადება და ლესვა, თქვენ თავად წყვეტთ რა გსურთ კედელზე, შპალერი თუ საღებავი, ასევე დეკორატიული ნიშები თუ დანამატები. კონსულტაციის ეტაპზევე შეარჩევთ რითი მოპირკეთდეს კედლები სამზარეულოსა და აბაზანაში.
ბოლო ეტაპი კი ჩამრთველების, ელექტრო შემაერთებლების, კარის სახელურების და საკეტების, შიდა განათების სისტემების დამონტაჟებაა. საგულდაგულოდ დალაგებისა და დასუფთავების შემდეგ შეგიძლიათ უკვე ინტერიერის დიზაინზე იზრუნოთ და კედლების ფერს ავეჯი შეუხამოთ, ავეჯი აქსესუარებით გაამრავალფეროვნოთ და საბოლოოდ თქვენი დაუვიწყარი და განსაკუთრებული ელფერი შესძინოთ ადგილს, რომელიც სხვებს თქვენზე უამბობს.
აქვე გაითვალისწინეთ პროფესიონალების რჩევაც: დაზოგეთ თანხა იმაზე, რაც ადვილად იცვლება - ლამპები და სანათები შეიძლება იყოს უბრალო, მაგრამ ორიგინალური, ფარდები სადა და ამავე დროს ლამაზი, ამ დეტალების გაუმჯობესებას მომავალშიც შეძლებთ. არასოდეს დაზოგოთ თანხა რემონტისათვის ფუნდამენტურ საკითხებში, გააკეთეთ არჩევანი ბრენდულ პროდუქციაზე, რადგანაც წლების გამოცდილებით შექმნილი პროდუქტი თქვენც წლები გემსახურებათ.
ევროპული მასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ“, - აცხადებენ კომპანიაში.