თეორიულ, ასევე ტაქტიკურ სწავლებას და გადამზადების კურსს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს , - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, გადამზადების კურსი პოლიციელთა კვალიფიკაციიდან საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული კურსი შს სამინისტროს აკადემიაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე ტაქტიკურ სწავლებას და პრაქტიკულ მომზადებას, გადამზადების კურსს მთელი ქვეყნის მასშტაბით სახაზო-საპატრულო სამმართველოების ყველა თანამშრომელი გაივლის და შესაბამის საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებს.