თბილისში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა იგეგმება , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა პოლიციაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მოხდება.
ამასთან, შსს-ს განმარტებით, სამომავლოდ დაგეგმილია ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა.
დღეის მდგომარეობით, თბილისში 110 საპატრულო ეკიპაჟი პატრულირებს.