ალექსანდრე ჯეჯელავა- თუ დემირელის სკოლას ავტორიზაცია გავლილი აქვს, პირველკლასელების მიღებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება

თუ დემირელის სკოლას ავტორიზაცია გავლილი აქვს, პირველკლასელების მიღებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება, - განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა დემირელის სკოლაში პირველკლასელების მიღების პრობლემა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

”მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. თუ სკოლას ავტორიზაცია გავლილი აქვს, პირველკლასელების მიღებაზე არანაირი პრობლემა არ ექნება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.