საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისში ძლიერი წვიმის გამო სარდაფების წყლით დატბორვის შესახებ ოთხი შეტყობინება შევიდა . ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, გამოძახებები გლდანსა და წერეთლის გამზირიდან დაფიქსირდა.
„გამოძახებების დროს მოსახლეობა აცხადებდა, რომ სარდაფებსა და სარბაზოებში შევიდა წყალი. ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და გამოძახებების გადამოწმება მიმდინარეობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ამასთან, „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო საავტომობილო გზებზე წყლის ნიაღვრები წარმოიშვა, თუმცა წყლის დონე თანდათან კლებულობს.
იხიელთ ვიდეო palitranews.ge