ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.
კახეთის რეგიონის მასშტაბით, მობილიზებულია მუნიციპალური მობილური ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.