დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტ სირილ მიულერსა და აღნიშნული ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრა სომხეთის ქალაქ დილიჟანში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. ასევე, მსოფლიო ბანკის შესაძლებლობები, მომავალში მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას ორივე მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2017-2020 წლების ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკთან უახლოეს მომავალში უნდა გააფორმოს.

შეხვედრას ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა დაესწრნენ.