რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ აქციები იმართება. აქციის ორგანიზატორი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდია“, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხელმძღვანელობს.
აქციები უკვე მიმდინარეობს ვლადივოსტოკში, ბლაგოვეშენსკსა და ყაზანში.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადივოსტოკში და ბლაგოვეშენსკში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.
აქცია ასევე გაიმართება მოსკოვის ცენტრში.