ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა მრავალი ქვეყანა, ახლა კი - უკვე საქართველო. კაფე, სადაც მზა, გემრიელი და, რაც მთავარია, ჯანსაღი ცივი და ცხელი კერძები ცივ და ცხელ მაცივარში გელოდებათ. ახალი კონცეფციის კაფე „ბონ რეპა“ უკვე თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე გაიხსნა.
სენდვიჩები, ვრაპები, სალათები, წვნიანები, იტალიური ყავა, ინგლისური ჩაი, ნამცხვრები, გრანოლა, ხილის სალათა, კრუასანი - "ბონ რეპა" -ში ყველაფერია გემრიელი განტვირთვისთვის, რაც ნაყოფიერი სამუშაო დღის, სასიამოვნო განწყობის, საჭირო ენერგიის საფუძველია.
საოფისე სამსახური უფრო და უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს. შედეგად კი მზარდია მოთხოვნა გემრიელ კერძებზე, რომლებიც სწრაფად მზადდება და ადამიანი შესვენებაზე ასწრებს მის მირთმევას. თუმცა სწრაფი კვების კერძები ნაკლებად ჯანსაღია. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა ახალი კონფეციის კაფე „ბონ რეპა“, სადაც ყველაფერი ჯანსაღია და ამას მისი სლოგანიც ადასტურებს. „ჩვენ არ გემსახურებთ სწრაფი კვების პროდუქციით. ჩვენ გემსახურებთ ჯანსაღი კვების პროდუქციით, რაც შეგვიძლია სწრაფად“ – ასე ჟღერს სლოგანი, რომელიც კაფეში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევს.
დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც კაფეს ძირითადი სტუმრები არიან, „ბონ რეპა“ რამდენიმე სახის ლანჩმენიუს სთავაზობს მისი გემოვნების მიხედვით. ლანჩმენიუ არის როგორც სალათით, ისე წვნიანით. ხელსაყრელია კაფეს ლოკაციაც, რადგან გარშემო ბევრი ოფისია და მისადგომადაც საკმაოდ ადვილია. სამსახურიდან ხანმოკლე შესვენებაზე გამოსულები ხშირად კერძებისა თუ ყავის შეძენას და თან წაღებას ამჯობინებენ. ვინც შედარებით დიდი შესვენებით სარგებლობს, ადგილზევე, პოზიტიურ გარემოში მიირთმევს გემრიელ ლანჩმენიუს, სტუმრების ნაწილი კი კაფეს შედარებთ ხანგრძლივად სტუმრობს, აქ ხვდება მეგობრებს და საქმიან პარტნიორებს, ან უბრალოდ სამუშაოდ მოდის, რაშიც wi-fi-ის არსებობაც უწყობს ხელს.
აქ ორი ტიპის მაცივარია – ცხელი და ცივი. ცხელი მაცივარი წვნიანებისა და სხვა ცხელი კერძების არჩევანს გთავაზობთ, ცივი კი სალათებთ, სენდვიჩებითა და ტკბილეულით იწონებს თავს. ეს არის პუნქტი, სადაც ცხელი თუ ცივი კერძები უკვე მომზადებულია და კლიენტს ელოდება, მაგრამ ეს არაა სწრაფი კვება, არამედ ჯანსაღი და სასარგებლო კერძები.
საოფისე სამსახური, რომელიც ხანგრძლივ ჯდომას მოითხოვს, ერთ პრობლემასთან - წონის მატებასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ კაფე მომხმარებლებს კვების რეჟიმის დაცვაშიც ეხმარება. თითოეულ პროდუქტზე მისი კალორიულობაა მითითებული, რაც ადამიანებს კალორიების დღიური ნორმის დათვლასა და სასურველი კერძების შერჩევაში ეხმარება.
კაფეში შემოთავაზებულ ნებისმიერ საკვებს ერთი საერთო მახასათებელი აქვს. მათ ღამის ცხოვრება არ აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ცხელი თუ ცივი საკვები ყოველდღიურად დილით მზადდებდა და მხოლოდ იმ დღეს იყიდება. წინა დღის პროდუქციას Bon Repas-ში ვერ შეხვდებით. საკმაოდ დატვირთულია სამზარეულოც. ცხელი კერძები, სოუსები, მაიონეზი ადგილობრივად კეთდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებისგან. ეს კი კერძების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
„ბონ რეპა“-ს მენიუში დიდი ადგილი უკავია სამკუთხედ სენდვიჩებს, რომლისთვისაც ავსტრიულ 4 მარცვლოვან პურს იყენებენ. უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებითა და ბოსტნეულით, ადგილზე მომზადებული სოუსებით და მეტად გემრიელი და სასარგებლო პურით მომზადებულ სენდვიჩი ჯანსაღი, ნოყიერი და სასარგებლოა.
ყავის მოყვარულებს Bon Repas სთავაზობს იტალიურ ყავას Caffe Vernano 1882, რომელიც თბილისში აღნიშნული კაფის პარალელურად სულ რამდენიმე პუნქტშია ხელმისაწვდომი.
ნანა მღებრიშვილი