ყაზბეგში 14,884.91 ლარის არადეკლარირებული პროდუქტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქე ს.მ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას , სხვადასხვა სახეობის არადეკლარირებული სასურსათო საქონელი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,884.91 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 14,884.91 ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-3,1 ნაწილის თანახმად (საქონლის უკანონო განკარგვა), შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით.