9-10 ივნისს თითქმის მთელს კახეთს სეტყვამ გადაუარა. სეტყვის კერები დაახლოებით 20 სოფელში შეინიშნა. გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლები საბედნიეროდ მსუბუქი დასეტყვით გადარჩნენ, მაგრამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები სტიქიამ მძიმედ დააზიანა.
სეტყვამ საგარეჯოში განსაკუთრებით სოფლები: გიორგიწმინდა და ნინოწმინდა დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ დღის განმავლობაში კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი მოიგერია. როგორც "დელტაში" აცხადებენ, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით, 10 ივნისის დღის განმავლობაში კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან რამდენიმე ეტაპად შემომავალი 1221 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები იქნა მოგერიებული, რისთვისაც საღამოს 19:00 საათის მდგომარეობით, სისტემამ 190 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. განაგრძეთ კითხვა