ანტიდემპინგის კანონმდებლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმპორტიორების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინიასტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ანტიდემპინგის კანონმდებლობა არის საერთაშორისოდ აღიარებული კანონმდებლობა. “ეკონომიკის სამინისტროში არის შემუშავებული აღნიშნული კანონი, თუმცა მათთან უნდა დავაზუსტოთ, რა თარიღებში დაიწყებენ განხილვებს და შემდგომში წავა აღნიშნული პარლამენტში. არავითარ შემთხვევაში ანტიდემპინგის კანონმდებლობა არ უნდა იყოს აღქმული, როგორც იმპორტიორების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის სავაჭრო ორგანიზაციის მიერ აღიარებული კანონმდებლობა და ყველა ქვეყანას გააჩნია აღნიშნული კანონმდებლობა”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.