სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი წიგნის - „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაციას დაესწრნენ, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი წიგნის - „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
აღნიშნული გამოცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ავსტრიის განვითარების კოოპერაციის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.
გამოცემა, რომელიც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა საზოგადოებას წარუდგინეს, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ქართული რეალობის გათვალისწინებით, ვაშლის წარმოების ყველა ეტაპზე საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.
გამოცემის გარდა, მომზადდა სასწავლო ვიდეო, სადაც FAO-ს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ექსპერტი ვაშლის ინტენსიური ბაღის სანიმუშო გასხვლის დემონსტრირებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ ვაშლის შესახებ მომზადებული წიგნი და ვიდეო პირველია სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სერიიდან. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცემები და სასწავლო ვიდეოები ხურმის, ატმის, თხილისა და მანდარინის წარმოების სანიმუშო პრაქტიკის შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ფერმერთა ასოციაციის (GFA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.