საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 12 ივნისის საჯარო სხდომაზე შპს „დი-ვი-ესი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით დააჯარიმა.
სემეკის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველი გახდა კომისიის 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილების დარღვევა. კერძოდ, შპს „დი-ვი-ესი“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ბუნებრივ გაზს აწვდიდა კომისიის მიერ დადგენილ ტარიფზე მაღალი ტარიფით.
კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, მომხმარებლების მიერ შპს „დი-ვი-ეს“-სათვის ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება წინასწარ გადახდილად, რაც აისახება მათ პირად ბარათებზე.