“ყაზტრანსგაზ-თბილისთან” დაკავშირებით შესაძლოა დღეს ყაზახეთში ვიზიტისას შედგეს მცირე განხილვა და ვნახოთ, რა შედეგები იქნება.
ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ განაცხადა.
“ყაზტრანსგაზ-თბილისს” რაც შეეხება, განსხვავებული ხედვა არის, თუ რას ვთვლით ჩვენ დავალიანებად და ვალად და რას თვლის თვითონ კომპანია ან კომპანიის დამფუძნებლები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი რესურსი, რათა მოლაპარაკებებით და შეთანხმებით დავამთავროთ აღნიშნული და დავა არ გაგრძელდეს არბიტრაჟში. ამასთან, შესაძლოა, აღნიშნული საკითხი უკვე ყაზახეთში ვიზიტისას გახდეს განხილვის საგანი და ვნახოთ, რა შედეგები იქნება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.