დადგება დრო, როცა ტრამვაის პროექტი აქტუალური გახდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, ტრამვაის აღდგენა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, რასაც მიესალმება.
”რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ინიციატივას, ტრანსპორტის ნაწილში ტრამვაის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ შრომატევადი, ინვესტიციატევადი საქმეა, თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად იქნება განხილული, როცა ავტობუსების პროექტი, რომელიც პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ამოცანა იქნება მოგვარებული, ამის შემდეგ დადგება დრო, როცა ტრამვაის პროექტი აქტუალური გახდება. პროექტი, რომელიც მომზადებულია, მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს, ამიტომ, ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ ამ პროექტის განხილვას, ალბათ, 2-3 წლის შემდეგ”, - განაცხადა ნარმანიამ.