2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3945 მლნ
აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1003 მლნ აშშ დოლარი იყო (29 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2941 მლნ აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი).
მათივე ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1938 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ივნისს.