გარემოს დაცვის სამინისტროში „ჯორჯიან მანგანეზის“ საკითხზე პრესკონფერენცია გაიმართება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

უწყების ინფორმაციით, პრესკონფერენცია 16:00 საათზე დაინიშნა და ის შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებულ საკითხს შეეხება.

შეგახსნებთ, რომ ერთი თვის წინ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, მიიღო გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მანგანეზში“, სასამართლოს თანხმობით, სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ.