სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე ბიზნესმენებს - კვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება.
როგორ სააგენტოდან იუწყებიან, ცალკეული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ამ სფეროს წარმომადგენელი ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა, მათი სურვილის შემთხვევაში, შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება.
”შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები”, - აცხადებენ სააგენტოში.